2024 წლის მაისში:
ნავთობის ფასი თვიურად 7.1%-ით შემცირდა და ბარელზე $81.6 შეადგინა. აპრილი-მაისის გაყიდვები გლობალური ეკონომიკისა და მოთხოვნის სიჯანსაღის ეჭვების შედეგი იყო. თვის განმავლობაში სხვა მნიშვნელოვანი თემები OPEC+-ის შეხვედრა და ზაფხულის სამოგზაურო სეზონზე მოთხოვნის დინამიკის განსაზღვრა იყო.
ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 20.4%-ით გაიზარდა. ევროპული გაზის (Dutch TTF) ნეტ ყიდვის პოზიციებმა 2022 წლის თებერვლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
ოქროს ფასი თვიურად 1.8%-ით გაიზარდა. მიუხედავად მცირე ზრდისა, ძვირფასი მეტალი თავის აღმასვლას განაგრძობს და თვის განმავლობაში ახალ რეკორდულ ნიშნულს - $2,400-საც გადააჭარბა.
ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 2.7%-ით გაიზარდა. მისი წარმოების მთავარი კომპონენტის, ბუნებრივი აირის ფასების ზრდაა მოსალოდნელი, რაც ამონიუმის ნიტრატის ფასზეც იქონიებს გავლენას.
ხორბლის ფასი თვიურად 15.8%-ით გაიზარდა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ (რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისი), ეს უმსხვილესი თვიური ზრდა იყო. რუსეთშიც და უკრაინაშიც, რომლებიც მარცვლეულის მნიშვნელოვანი მიმოწდებლები არიან, ცუდი ამინდების გამო მოსავლის კლებაა მოსალოდნელი.
სპილენძის ფასი თვიურად 0.2%-ით გაიზარდა. გაზაფხულზე მეტალის ფასი 30%-ით გაიზარდა და მაისში რეკორდულ $11,000-იან ნიშნულსაც გადააჭარბა. საბაზო მეტალების ნეტ ლონგ პოზიციებმა 2.6 მლნ ტონას მიაღწია მასში, იგივე მაჩვენებელი მარტში მხოლოდ 556 ათასი იყო.
ფეროსილიკონი - ევროპული ფეროსოლიკონის ფასი თვიურად 12.9%-ით, ხოლო ჩინურის 3.8%-ით გაიზარდა. მიუხედავად ზრდისა, ჩინური მოთხოვნა კვლავ სუსტია.