შპს „ჯეოსთილმა“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ჯამურად 20 მილიონი აშშ დოლარის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარმატებით განათავსა „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანშის წარმა

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 12/19/2023 - 14:40

გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანშის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, „გალტ & თაგარტის“ სათავო ოფისში პრეს კონფერენციას უმასპინძლა.

პროგრამის ფარგლებში კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, რომლიდანაც მეორე ტრანშმა 5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული პროგრამა პირველ მდგრადობასთან დაკავშირებულ და, ასევე, პირველ და ერთადერთ მძიმე მრეწველობის სექტორის მოთამაშის შეთავაზებას წარმოადგენს საქართველოში.

2023 წლის აპრილში გამოშვებული პირველი ტრანში, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, კომპანიის ისტორიაში პირველი კორპორატიული ობლიგაციების ემისია იყო. პირველი ტრანშის საპროცენტო განაკვეთი 9.00% იყო. მეორე ტრანში კომპანიამ გაუმჯობესებული საპროცენტო განაკვეთით, 8.50%-ით, განათავსა. ფასის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდა ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნის (oversubscription) შედეგად, რომელმაც განთავსებული მოცულობის 150% შეადგინა. ორივე ტრანშის ობლიგაციების ვადიანობა 2 წელია და ჯამში, ორივე ემისიის შედეგად, კომპანიას 75 ინვესტორი ჰყავს.

„ჯეოსთილის“ გეგმით, პირველი ტრანშის მოცულობიდან 5 მილიონი აშშ დოლარი და მეორე ტრანშის სრული მოცულობა, 5 მილიონი აშშ დოლარი, მოხმარდა საწარმოო დანადგარების ოპტიმიზაციასა და ახალი ენერგოეფექტიანი დანადგარების შეძენასა და დანერგვას. 

პროგრამის ფარგლებში დანარჩენილი ტრანშ(ებ)ის ემისია 10 მილიონ აშშ დოლარამდე იგეგმება 2024 წლის პირველ ნახევარში, იმის გათვალისწინებით, რომ ობლიგაციების პროგრამა ჯამში 30 მილიონ აშშ დოლარამდე ემისიას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ გარიგების განხორციელებაში ჩართული მხარეები და კაპიტალის ბაზრის ძირითადი მონაწილეები, ხოლო პრეს-კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ:

    • ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის“, მმართველი დირექტორი
    • ჯაიდიპ სინგ კაპური, „ჯეოსთილის“ დირექტორი
    • დავით აბესაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

 

სპიკერებმა და ღონისძიებაში მონაწილეებმა მიმოიხილეს გარიგებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი  საკითხები, რომელთა შორისაც იყო გარიგების დანიშნულება და  უპირატესობები კომპანიისთვის,  „გალტ & თაგარტის“ როლი  ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში, ინვესტორების მხრიდან დაინტერესება გარიგების თუ ზოგადად სავალუტო ობლიგაციების მიმართ და კაპიტალის ბაზრის ძირითადი ტენდენციები.

Type
Press Release
Thumbnail
  შპს „ჯეოსთილმა“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით,  ჯამურად 20 მილიონი აშშ დოლარის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარმატებით განათავსა „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანშის წარმა