Tesla-ს აქციების ფასი 10%-ით გაიზარდა - მიზეზი ფინანსური შედეგებია

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 07/26/2022 - 11:40

ნიუსები

  • Netflix-ის კვარტალური შედეგები: სამშაბათს კომპანია Netflix-ის (NFLX) მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ანალიტიკოსების აზრით მეორე კვარტალში, კომპანიის გამომწერების საერთო რაოდენობა 2 მილიონით უნდა შემცირებულიყო, თუმცა რეალურად Netflix-მა მხოლოდ 970,000 გამომწერი დაკარგა. ასევე შემდეგ კვარტალში კომპანია მილიონი ახალი გამომწერის დამატებას პროგნოზირებს. 2023 წლის დასაწყისში შესაძლოა შედარებით იაფი, თუმცა რეკლამის შემცველი პაკეტები ვიხილოთ ბაზარზე. NFLX-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში 14.3%-ზე მეტით გაიზარდა.
     
  • Tesla-ს კვარტალური შედეგები: Tesla-მ (TSLA) მოლოდინებზე უკეთესი კვარტლური შედეგები გამოაქვეყნა. მისი შემოსავალი $16.9 მილიარდამდე გაიზარდა, რაც წლიურად 42%-იანი ზრდაა. Tesla-ს ავტომობილების ფასი 25-30%-თაა გაზრდილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თუმცა მათი მოგების მარჟა 27.9%-მდე შემცირდა, რისი მიზეზიც მასალების ფასის ზრდა და ლოჯისტიკური პრობლემებია. მასკს არ გაუკეთებია პროგნოზი დარჩენილი წლის წარმოებასთან დაკავშირებით თუმცა განაცხადა, რომ კომპანიის წარმოება დიდი ალბათობით წელსაც რეკორდული იქნება. მთლიანობაში ინვესტორებმა დადებითად მიიღეს Tesla-ს კვარტალური შედეგები და შედეგად მისი აქციის ფასი კვირის განმავლობაში 11%-თ გაიზარდა.
     
  • Snap-ის ცუდმა შედეგებმა სხვა ტექ-გიგანტებზეც იმოქმედა: ტექნოლოგიური სექტორი ხუთშაბათს კარგ ზრდას აფიქსირებდა, თუმცა Snap-ის (SNAP) კვარტლურმა შედეგებმა საერთო მოლოდინები მკვეთრად გააუარესა. კომპანიამ საკუთარ ისტორიაში ყველაზე სუსტი ზრდა გამოაქვეყნა. Snap-ის შემოსავლები მეორე კვარტალში მხოლოდ 13%-ით გაიზარდა. ზარალი კი 178%-თაა მომატებული წინა წლის იგივე კვარტალთან შედარებით და 422 მილიონი დოლარი შეადგინა, რამაც პარასკევს აქციების ფასი 40%-ით შეამცირა. Snap-ის შედეგებს გავლენა ქონდა სხვა დიდ კომპანიებზეც: პარასკევს Alphabet-ის ფასი 5.64%-ით დაეცა, Meta Platform (META) 7.6%-ით ხოლო Pinterest (PINS) კი 13.51%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა
     


ინდექსები:

მთელი კვირის განმავლობაში აღმავალი ტრენდის მიუხედავად პარასკევს აქციების ფასი დაეცა, მას შემდეგ რაც  Snap-ისა (SNAP) და Verizon-ის (VZ) კვარტალურმა შედეგებმა ინვესტორებს მოლოდინები გაუცრუა. პარასკევის ვარდნის მიუხედავად, მთლიანად კვირის განმავლობაში ყველა ძირითადი ინდექსი გაიზარდა, მათ შორის: Dow jones ინდექსი 1.95%-ით, S&P 500-ის ინდექსი 2.55%-ით ხოლო Nasdaq-ის ინდექსი კი 3.3%-ით უფრო მაღალ ნიშნულზე დახურა.
 

 

Type
Blog
Thumbnail
error