გასული კვირა საფონდო ბირჟებისთვის წარმატებული აღმოჩნდა

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 07/19/2022 - 15:11

სიახლეები:

  • ბანკების კვარტალური შედეგები: JPMorgan Chase-ისა (JPM) და Morgan Stanley-ს (MS)  მეორე კვარტალის შედეგებმა, რომლებიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, კომპანიების ამ სეზონის კვარტალურ შედეგებზე ცუდი მოლოდინები შექმნა. JPMorgan-მა 28%-იანი კლება დააფიქსირა კვარტალურ მოგებაში, მიზეზად კი საბანკო სფეროსათვის „რთული მაკროეკონომიკური გარემო“ დასახელდა. Morgan Stanley-მ ასევე შემცირებული მოგება დააფიქსირა, შემცირებულია ინტერესი და აქტივობა საკონსულტაციო და IPO სერვისებში, რამაც საინვესტიციო საბანკო სექტორის შემოსავლების 55% ვარდნა გამოიწვია წინა წელთან შედარებით. თუმცა, პარასკევს ინვესტორების სენტიმენტები მთლიანად შეიცვალა. Citigroup-ის (C) აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოლოდინზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა.
     
  • „Ford“-მა და „General Motors“-მა ელექტრომობილების ინდუსტრიაში დამატებითი ინვესტიციები დაანონსეს: კომპანია Ford-მა (F) სამხრეთ კორეულ SK Innovation-თან გააფორმა ხელშეკრულება ამერიკაში ელ.მობილების ელემენტების წარმოების  პროექტზე. კომპანიის მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ ელემენტების წარმოება დაახლოებით 2025 წლიდან დაიწყება და პროექტის ჯამური ღირებულება $11 მილიარდი იქნება. Ford-ის დაანონსებული გეგმის მიხედვით,  კომპანიის გაყიდვები 2026 წლისთვის წელიწადში ორი მილიონი ელ.ავტომობილი იქნება. ამასობაში, ჯენერალ მოტორსი (GM)  EVgo - სა და Pilot – თან ერთად გეგმავს ელექტრომობილების სატენი სადგურების ქსელის შექმნას, რომელიც მთელს აშშ -ს მოიცავს და ამ პროექტის ფარგლებში ამერიკაში დამატებით 2000-ზე მეტი დამტენი დამონტაჟდება .
     
  • Delta“-მ გაზრდილი ხარჯების მიუხედავად მოგება დააფიქსირა: დელტას ავიახაზებმა (DAL) ოთხშაბათს გამოქვეყნებულ კვარტალური შედეგების მიხედვით, მოგება დააფიქსირა. როგორც ჩანს, კლიენტებს გაზრდილი ხარჯების მიუხედავად მაინც სურთ ფრენა. კომპანიამ ასევე მზაობა გამოთქვა, გაეუმჯობესებინა ფრენების გრაფიკი. კომპანიის CEO-ს, ედ ბარისტას განცხადებით, Delta-მ ვერ შეძლო ეფექტურად გამკლავებოდა გაზრდილ მოთხოვნას მეორე კვარტლის დასაწყისში, რამა ბევრი რეისის დაგვიანება და გაუქმებაც კი გამოიწვია, თუმცა მან ასევე ახსენა, რომ მოხდა პრობლემა ივლისის დასაწყისში უკვე გადაჭრილი იყო და ავიაკომპანია ამჟამად ეფექტურად ახერხებს საკუთარი მომხმარებლების მომსახურებას.
     

 

აქციების ბაზარმა პარასკევს ვარდნის 5 დღიანი ტენდენცია შეიცვალა და მკვეთრი ზრდა დააფიქსირა. ნაწილობრივ, ეს საცალო გაყიდვების მოსალოდნელზე მაღალმა მაჩვენებელმა და ინფლაციის შესუსტების მოლოდინებმა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, პარასკევის ზრდა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ გადაეფარა კვირის დასაწყისის  წითელი დღეები. სამი მთავარი საბაზრო ინდექსი ამ კვირაში მაინც ზარალს აჩვენებს: NASDAQ  -1.6%, S&P 500 -0.9%, DOW -0.2%.

 

Type
Blog
Thumbnail
Wall Street image