საფონდო ბირჟის ყოველკვირეული მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 12/20/2021 - 18:00

ამერიკაში კოვიდის მზარდი შემთხვევების ფონზე, ამერიკული აქციების ფასები პარასკევს საკმაოდ დაეცა.

დოუ ჯონსის ინდექსი კვირის განმავლობაში დაახლოებით 1.7%-ით შემცირდა, S&P 500-ის ინდექსი დაახლოებით 2%-ით, ხოლო ნასდაქის ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებული ინდექსი დაახლოებით 3%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა წინა კვირასთან შედარებით.

წინა კვირას ინვესტორები ყურადღებით აკვირდებოდნენ ფედერალური რეზერვის წარმომადგენლების შეხვედრებს. „FED”-ის შეხვედრაზე გაკეთდა განცხადება რომ ისინი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავენ: მოხდება ობლიგაციების შესყიდვის პროგრამის შეჩერების დასწრაფება და ყოველთვიურად 30 მილიარდი დოლარით ნაკლებ ობლიგაციებს იყიდიან, ასევე მოსალოდნელია რომ 2022 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდება საპროცენტო განაკვეთების ზრდაც.


კვირის საუკეთესო სექტორები:

  • „S&P 500“-ის ჯანდაცვის სექტორი +2.45% (ETF: XLV)
  • „S&P 500“-ის უძრავი ქონების სექტორი +1.60% (ETF: XLRE)
  • „S&P 500“-ის კომუნალურების სექტორი +1.21% (ETF: XLU)

 

კვირის მნიშვნელოვანი ახალი ამბები:

  • Stay-At-Home“ აქციები კვლავ იზრდება: მიუხედავად შედარებით ნეგატიური განწყობებისა, წინა კვირაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს ე.წ „Stay-At-Home“ კომპანიებმა, რაც კოვიდის მზარდ შემთხვევებს უკავშირდება (ნიუ-იორკში პარასკევს 21,027 ახალი კოვიდის შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დასაწყისიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.). მაგალითად კომპანია  „Zoom“-ის (ZM) აქციების ფასი პარასკევს 9.5%-ით გაიზარდა, რაც კომპანიისთვის ერთი დღის ჭრილში საუკეთესო ზრდა იყო 9 მარტის შემდეგ. თუმცა აღსანიშნავია, რომ „ZM”-ის აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით მაინც 65%-ით არის დაცემული. წინა კვირაში ასევე გაიზარდა „Peleton”-ის აქციების ფასიც (+6.6%), რომელიც ძირითადად სახლში სავარჯიშო ველოსიპედებს აწარმოებს. მსგავსი შედეგ აჩვენა კომპანია „Roku”-მაც (ციფრული მედია ფლეერები), რომლის აქციებიც პარასკევს 8%-ით გაიზარდა. საინტერესო იყო ონლაინ საგანმანათლებლო კომპანია „Chegg”-ის ზრდაც (6.4%).  
  • ელექტრო მოტოციკლები:  კომპანია „Harley-Davidson“-ის (HOG) აქციები ორშაბათს დაახლოებით 14%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი აპირებენ საკუთარი ელექტრო ბაიკებისა და მოტოციკლების კომპანიის ბირჟებზე დალისტვას „SPAC”-თან (AEA-Bridges Impact Corp. - IMPX) შერწყმის დახმარებით. ეს კორპორატიული შერწყმა შეფასებული იქნება $1.77 მილიარდად და გახდება პირველი საჯაროდ ვაჭრობადი ელექტრონული ბაიკებისა და მოტოციკლების კომპანია. ახალი აქციით ვაჭრობა შესაძლებელი იქნება ნიუ-იორკის ბირჟაზე ტიკერით „LVW”. „Harley-Davidson“-ი ახალი კომპანიის დიდ წილს შეინარჩუნებს (74%), და ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ახალი კომპანიის თავჯდომარე გახდება 2 წლამდე ვადით. ინვესტორებისთვის ჩატარებულ პრეზენტაციაში „LiveWire”-ის წარმომადგენლები პროგნოზირებენ რომ მათი გაყიდვების რაოდენობა 2026-ი წლისთვის 100,000-ს გადაცდება.
  • „Reddit”-ი IPO-ზე გადის: ონლაინ ფორუმ „Reddit”-ის წარმომადგენლებმა განაცხადი შეიტანეს „SEC”-ში საკუთარი კომპანიის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების შესახებ. ჯერჯერობით დეტალები მოსალოდნელი „IPO”-ს შესახებ არ არის ცნობილი. „Reddit“-მა გააკეთა განცხადება რომ “IPO” შედგება მას შემდეგ რაც „SEC”-ი დაასრულებს მათი  მოთხოვნის საბოლოო განხილვას. საჯარო ბირჟებზე რედიტის გამოჩენა საინტერესო იქნება, ვინაიდან ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა Reddit-ის პოპულარობა. შეგახსენებთ, წლის დასაწყისში „WallStreetBets”-ის ფორუმზე შეკრებილი პატარა ინვესტორების გაერთიანებით საკმაოდ დიდი ძვრები მოხდა ფინანსურ ბირჟებზე. ე.წ „Meme” აქციების ვაჭრობამ რედიტზე მილიონობით ახალი მომხმარებელი მოიზიდა და შესაბამისად მათი რეკლამებიდან მიღებულ შემოსავალზეც საკმაოდ კარგად აისახა ( სარეკლამო შემოსავლები $100 მილიონს გადაცდა მეორე კვარტალში). ყოველივე ეს რედიტის საჯარო განთავსებას საკმაოდ საინტერესოს გახდის.

 


მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:

აქციებისა და ობლიგაციების ბირჟები მსოფლიოს გარშემო პარასკევს დახურული იქნება შობის მოლოდინში.


ორშაბათი, 20 დეკემბერი - Carnival (CCL), Nike (NKE) და Micron (MU).

სამშაბათი, 21 დეკემბერი - Rite Aid (RAD), General Mills (GIS), CalAmp (CAMP) და BlackBerry (BB).

ოთხშაბათი, 22 დეკემბერი - CarMax (KMX), Cintas (CTAS) და PayChex (PAYX).

ხუთშაბათი, 23  დეკემბერი - Sanderson Farms (SAFM).

 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო

Type
Blog
Thumbnail
error