წინა კვირის განმავლობაში ინდექსებმა არაერთგვაროვანი ზრდა დააფიქსირეს. პარასკევს „S&P 500“-ის ზრდა ენერგეტიკის სექტორის ვარდნამ შეანელა, და კვირის განმავლობაში ინდექსი მხოლოდ 0.03%-ით გაიზარდა. კვირის ჭრილში დაცემულია „Dow Jones”-ის ინდექსიც 1.3%-ით. აქციების ფასების ვარდნა დიდი ალბათობით ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფმა ზრდამ გამოიწვია. ძლიერი ზრდა ქონდა “Nasdaq”-ის ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებულ ინდექსს, რომელიც 1 კვირის განმავლობაში 1.2%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
საუკეთესო სექტორები:
- „S&P 500“-ის სამომხმარებლო დისკრეციული სექტორი + 3.81% (ETF: XLY)
- „S&P 500“-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი + 2.37% (ETF: XLK)
- „S&P 500“-ის კომუნალურების სექტორი + 0.91% (ETF: XLU)
საინტერესო ახალი ამბები:
- ლოქდაუნები ბრუნდება: ავსტრია პირველი ქვეყანა გახდა დასავლეთ ევროპაში, რომელმაც მთლიანი ლოქდაუნი გამოაცხადა 10 დღით. ავსტრია დასავლეთ ევროპაში მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე ბოლოა (დაახლოებით 64%, რაც ამერიკაზე უკეთესი მაჩვენებელია) და ინფიცირების დონით კი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. გერმანიაშიც არ გამორიცხავენ რომ კიდევ ერთი ლოქდაუნის გამოცხადება მოუწევთ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოგზაურობისა და ტურისტულ სფეროში მოღვაწე კომპანიების აქციები წინა კვირის განმავლობაში მკვეთრად დაეცა: United Airlines – 8.15%, Delta airlines – 6.92%, Royal Caribbean Cruises – 6.85% , Carnival Corp – 9.26%, MGM Resorts – 3.5%, American Airlines – 5.55% .
- ბუსტერ შოტები დამტკიცდა: პარასკევს „FDA”-იმ გამოაცხადა რომ ამერიკაში 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ ადამიანს მიეცემა საშუალება აიცრას „Moderna“-ს და „Pfizer“-ის კოვიდ ვაქცინის მესამე დოზით. „Pfizer“-ის აქციები ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ არ გაზრდილა, თუმცა ეს ახალი ამბავი საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა „Moderna”-ს ინვესტორებისთვის. კომპანიის აქციები პარასკევს დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, წინა კვირის განმავლობაში კი 14%-ზე მეტი ზრდა დააფიქსირა.
- ნავთობის ფასები ეცემა: ავსტრიის მთლიანი ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა. ინვესტორებს აშინებს ის ფაქტი, რომ თუ სხვა ქვეყნებშიც კოვიდის სწრაფი გავრცელება მსგავსი ტემპით გაგრძელდა, მაშინ სხვა ქვეყნებსაც მოუწევთ ჩაკეტვა, რაც შეამცირებს მოთხოვნას ნავთობზე. დღეისთვის „Brent”-ის ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი თითქმის 78 დოლარამდე არის დაცემული. ეს ფაქტი ცუდად აისახა ენერგეტიკის სფეროს კომპანიების აქციების ფასზეც. S&P 500-ის ენერგეტიკის სფეროზე მიბმული ფონდი (ETF) XLE წინა კვირის განმავლობაში 5%-ით დაეცა.
კვირის კვარტალური შედეგების კალენდარი:
ორშაბათი, 22 ნოემბერი: Zoom Video Communications (ZM), Agilent Technologies (A), Spire (SR), Urban Outfitters (URBN) და Niu Technologies (NIU).
სამშაბათი, 23 ნოემბერი: Analog Devices (ADI), HP (HPQ), Best Buy (BBY), Gap (GPS), Dick's Sporting Goods (DKS), Dell Technologies (DELL), Jack in the Box (JACK), Dollar Tree (DLTR) და Vmware (VMW).
ოთხშაბათი, 24 ნოემბერი: Deere (DE) და Futu Holdings (FUTU).
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო