სამი ძირითადი ამერიკული ინდექსი პარასკევს რეკორდულ ნიშნულებზე დაიხურა ამერიკაში პოზიტიური დასაქმების სტატისტიკის გამოცხადების შემდეგ. S&P 500-ის ინდექსი უკვე ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიის განმავლობაში გაიზარდა და ბოლო 18 სავაჭრო დღიდან, 16 დღის განმავლობაში ზრდა დააფიქსირა.
უფრო დიდი ზრდა ჰქონდა “Nasdaq Composite”-ის ინდქსს, რომელმაც „Dow Jones Industrial Average“-საც გადაასწრო ზრდის ტემპით, რაც საკმაოდ კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით რომ დოუ ჯონსისთვის წინა კვირა საუკეთესო კვირა იყო აპრილის შემდეგ.
ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებული NASDAQ ინდექსი უკვე მე-10 სავაჭრო სესიის განმავლობასი იზრდება და ამ პერიოდში 5.8%-იანი ზრდა ფიქსირდება. აშშ-ში ოქტომბრის თვის დასაქმების სტატისტიკამ (შეიქმნა 531,000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მოსალოდნელ 451,000-ს) ხელი შეუწო პარასკევს ინდექსების მნიშვნელოვან ზრდას.
წინა კვირის განმავლობაში საუკეთესო სექტორული მაჩვენებლები იყო:
- S&P 500-ის მომხმარებლების დისკრეციული სექტორში (რომელიც აერთიანებს საცალო ვაჭრობას, სასტუმროებს, რესტორნებს, ტექსტილის, ავტომობილების და სხვა სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს) +4.99% (ETF: XLY)
- S&P 500-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში +3.34% (ETF: XLK)
- S&P 500-ის მასალების სექტორში (რომელიც აერთიანებს ქიმიური ნივთიერებების, მეტალების, სამშენებლო მასალებისა და სხვა პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს) +3.19% (ETF: XLB)
საინტერესო ახალი ამბები:
- ინფრასტრუქტურული კანონპროექტი: რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლება დაამტკიცეს ამერიკაში ინფრასტრუქტურის განვითარების კანონპროექტი. კანონპროექტში შედის გზებისა და სხვა საჯარო სექტორების განვითარებისთვის (მათ შორის ელექტრომანქანების ინფრასტრუქტურა) დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის გამოყოფა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მოსალოდნელია 2022 წლიდან.
- კომპიუტერული ჩიპების მწარმოებლების აქციები იზრდება: წინა კვირის განმავლობაში მობილურების ჩიპების მწაროებლის, „Qualcomm“-ის აქციის ფასები დაახლოებით 23%-ით გაიზარდა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულმა კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიის შემოსავლებმა $ 9.34 მლრდ-ს მიაღწია, ხოლო მოგება თითო აქციაზე $2.55 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით შესაბამისად 12%-ითა და 76%-ით მაღალია. 1 კვირის ჭრილში ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვა კომპიუტერული ჩიპების მწარმოებლების აქციების ფასები, კერძოდ: „NVIDIA“-ს (NVDA) აქციები დაახლოებით 16%-ით გაიზარდა, „Advanced Micro Devices“-ის (AMD) აქციები 14.13%-ით, „Micron Technology“-ის (MU) აქციებმა კვირა 5.77%-ით უფრო მაღალ ნიშნულზე დაამთავრეს, ხოლო ამ სფეროს ორი გიგანტის: „Intel“-ისა (INTC) და „Taiwan Semiconductor“-ის (TSM) აქციები 3%-ზე უფრო მეტად გაიზარდა.
- ელონ მასკმა ტვიტერის ფოლოუერებისგან საკუთარი ტესლას აქციების 10%-ის გაყიდვაზე თანხმობა მიიღო: კვირას ტვიტერზე გამოცხადებულ გამოკითხვაში ელონ მასკის ფოლოუერებმა დააფიქსირეს საკუთარი თანხმობა რომ, ელექტრომანქანების მწარმოებლის გენერალურმა დირექტორმა გაყიდოს საკუთარი აქციების 10% საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. 3.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ამ გამოკითხვაში მონაწილეობა, და 58%-მა თანხმობა გამოთქვა მასკის ინიციატივაზე აქციების გაყიდვის შესახებ. თუ ელონ მასკი შესაბამისად გაყიდის აქციებს, ეს ნიშნავს რომ მას ტესლას $ 21მლრდ. ღირებულების აქციების გაყიდვა მოუწევს. ამ ბლოგის წერის მომენტში, არასაბირჟო ვაჭრობაზე ტესლას აქციები უკვე 5%-ზე მეტით არის დაცემული და შესაძლებელია ეს ვარდნა დღის ბოლომდე გაგრძელდეს.
ეკონომიკური კალენდარი:
ეკონომიკური მონაცემებიდან ამ კვირაში გამოცხადდება CPI (Consumer price index) და PPI (Producer price index ) ინდექსები ოქტომბრის თვისთვის. ეკონომისტების პროგნოზით მოსალოდნელია ორივე ინდექსის მაჩვენებლის ზრდა სექტემბრის მაჩვენებლებთან შედარებით, რაც კიდევ მეტად გაზრდის მსოფლიოში ინფლაციურ წნეხს.
საინტერესო კვარტალური შედეგები ამ კვირაში:
ორშაბათი, 8 ნოემბერი: US Foods (USFD), Tencent Music (TME), AMC Entertainment (AMC), 3D Systems (DDD), Virgin Galactic (SPCE), PayPal (PYPL).
სამშაბათი, 9 ნოემბერი: Cardinal Health (CAH), Sysco (SYY), Nio (NIO), Coinbase Global (COIN), Wynn Resorts (WYNN), ChannelAdvisor (ECOM).
ოთხშაბათი, 10 ნოემბერი: Performance Food Group (PFGC), Wendy's (WEN), Fiverr International (FVRR), Weber (WEBR), Disney (DIS), Affirm Holdings (AFRM), Opendoor Technologies (OPEN), Beyond Meat (BYND).
ხუთშაბათი, 11 ნოემბერი: Alibaba (BABA), Li Auto (LI), Coupang (CPNG), Yeti (YETI), Pinduoduo (PDD).
პარასკევი, 12 ნოემბერი: AstraZeneca (AZN) and Spectrum Brands (SPB).
„IPO“-ები ამ კვირაში:
“Rivian Automotive”-ის (RIVN), “CI&T”-ის (CINT), “Expensify”-ისა (EXFY) და “Third Coast Bancshares”-ის (TCBX) აქციებით ვაჭრობა უნდა დაიწყოს 10 ნოემბერს, “Weave Communications”-ისა (WEAV) and “Backblaze”-ის (BLZE) აქციების დებიუტი კი 11 ნოემბერს იქნება. საინტერესო იქნება ასევე “Hertz Global Holdings”-ის re-IPO. მანქანების გამქირავებლის აქციები თავიდან უნდა დაილისტოს ნასდაქის ბირჟაზე 11 ნოემბერს ძველი ტიკერით HTZ. “Hertz”-ის გეგმების მიხედვით ბირჟაზე გამოვა 37.1 მილიონი აქცია და მათი ფასი $25-იდან $29 შუალედში იქნება. ამ შემთხვევაში „Hertz”-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $13.9 მლრდ.-ს მიაღწევს. მოსალოდნელია რომ „Hertz”-ის აქციების განთავსება ბირჟაზე ინვესტორების დიდ ყურადღებას მიიქცევს წინა კვირებში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ახალი ამბების ფონზე: კომპანიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გააფორმა „Tesla”-სთან და „Uber”-თან.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო