როგორი იყო 2022 წელი საფონდო ბირჟებისთვის

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 12/27/2022 - 18:17

2022 წლის შეჯამება:

2022 წელი დატვირთული იყო მოვლენებით, რომლებმაც დიდი ძვრები მოახდინეს ფინანსურ ბირჟებზე: პანდემიის დასრულების შემდეგ ინვესტორების განწყობაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომმა და ჩინეთის ეკონომიკის შეზღუდვამ, რამაც გამოიწვია ნავთობისა და სხვა ენერგო პროდუქტების ფასის სწრაფი ზრდა და მიწოდების ჯაჭვების პრობლემების გაუარესება მთელ მსოფლიოში.

ამ ფაქტორებმა დასავლეთის ყველა განვითარებულ ეკონომიკაში გამოიწვია ინფლაციის პრობლემა. ფასების ზრდამ ამერიკასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, რის საპასუხოდაც ცენტრალურმა ბანკებმა დაიწყო საპროცენტო განაკვეთების სწრაფი და აგრესიული ზრდა. ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი წელს უკვე 4.25%-ით გაზრდა და მოსალოდნელია რომ ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება.

შედეგად დიდი ამერიკული ინდექსები მკვეთრად შემცირდა

  • Dow Jones-ის ინდექსი წელს 10%-ამდე არის შემცირებული
  • S&P 500 წლის დასაწყისიდან დღემდე თითქმის 20%-ით შემცირდა
  • Nasdaq-ის ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებული ინდექსი კი 34%-ით არის შემცირებული

ცალკეული კომპანიებისთვის მიმდინარე წელი კიდევ უფრო ცუდი აღმოჩნდა:

  • Netflix (NFLX) -50%
  • Meta Platforms (META)  -65%
  • Tesla (TSLA)  -70%
  • ARK-ის ინოვაციური კომპანიების ETF (ARKK) -68%

აქციების და აქტივების ფასები თითქმის ყველა სექტორში და აქტივების სეგმენტში შემცირდა, თუმცა საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ S&P 500-ის სექტორებიდან, მხოლოდ ერთადერთმა, ენერგეტიკის სექტორმა დააფიქსირა ძლიერი ზრდა:

  • Energy Select Sector SPDR Fund (XLE) +52%
Type
Blog
Thumbnail
ფოტო