როგორ იმოქმედა ფედერალური რეზერვების გადაწყვეტილებამ აქციების ფასებეზე

Submitted by manager@gt.ge on პარ, 02/10/2023 - 15:30

ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთი მოლოდინის თანახმად, 0.25%-ით გაზარდა. განაკვეთის ზრდის ტემპის შემცირებას ინვესტორები დიდი ხანია ელოდნენ, თუმცა საკვირველი იყო მთავარი თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება. თავმდჯომარემ საკმაოდ დადებითი ტონით ისაუბრა და იმაზეც მიანიშნა, რომ ფედერალურმა რეზერვმა შესაძლოა მალე შეწყვიტოს განაკვეთის ზრდა. ამას, რა თქმა უნდა, დადებითი რეაქცია მოჰყვა აქციების ბაზრებზე. განსაკუთრებით დიდი ზრდა ნახეს ტექნოლოგიურმა აქციებმა, როგორებიცაა Tesla (+6.8%), Apple (5.9%), Meta Platforms (22.9%) და Spotify (18.5%).


მიუხედავად ოთხშაბათს გავრცელებული ოპტიმიზმისა, პარასკევს გამოქვეყნდა აშშ-ს დასაქმების სტატისტიკა, რომელმაც ბაზრის დინამიკა შემოატრიალა. აშშ-ში იანვრის მონაცემებით 517,000 ადამიანი დასაქმდა, როდესაც მოლოდინი მხოლოდ 185,000-ის იყო. ამან ხელახლა შეუქმნა ინვესტორებს შიში, რომ ფედერალურ რეზერვს მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება მოუწევს ინფლაციის შესამცირებლად. შედეგა, S&P 500 დღის განმავლობაში 1.1%-ით შემცირდა.


აღსანიშნავია ისიც, რომ კვირა საკმაოდ პრობლემური იყო ენერგო სექტორისთვის, რადგან მკვეთრად დაეცა ბუნებრივი აირის და ნავთობის ფასები. S&P 500-ის ენერგეტიკის ქვეჯგუფიდან კომპანიების 91%-მა კვირა ფასის ვარდნით დახურა. ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა ConocoPhillips (-12.5%), Hess (HES, -12.0%) და Marathon Petroleum (-11.0%) აქციებმა, ხოლო კვირის მოგებით დასრულება შეძლეს Williams Companies (+1.8%), Magellan Midstream Partners (+0.8%) და Cameco Corporation (0.5%) აქციებმა.

Type
Blog
Thumbnail
f