Rivian Tesla-ს ელექტრო დამტენებს გამოიყენებს

Submitted by manager@gt.ge on ოთხ, 06/28/2023 - 12:08

გასულ კვირას, აქციების ბაზრებზე ვარდნა დაფიქსირდა, რაც დიდწილად ცენტრალური ბანკების გამკაცრებულმა პოლიტიკამ გამოიწვია. ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა 0.5%-ით გაზარდა განაკვეთი, რასაც მოყვა პოლიტიკის გამკაცრება შვეიცარიის, ნორვეგიის და თურქეთის ცენტრალური ბანკებისგან. ამ ყველაფერთან ერთად, ევროზონის და აშშ-ს ეკონომიკებში აქტივობის შენელება შეინიშნება. ამ ყველაფრის ფონზე, აშშ-ს აქციების ბაზრის სამივე მთავარი ინდექსი გაუფასურდა. S&P 500-მა 1.4% დაკარგა, Nasdaq-ი 1.4%-ით შემცირდა, ხოლო Dow Jones კი 1.7%-ით დაეცა.

აშშ-ს FTC Amazon-ს ბრალს სდებს: FTC-ი (Federal Trade Commission) Amazon-ს უჩივის და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ედავება. მათი აზრით, კომპანიამ მომხმარებლები დაარეგისტრირა Amazon Prime-ის ავტომატურად განახლებად სერვისზე და გამოწერის გაუქმების პროცესი განზრახ გაართულა. ცნობისთვის, Prime-ის გამოწერა წლიურად $139 ღირს. Amazon-მა ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ სერვისის გამოწერის და გაუქმების პროცესი საკმაოდ მარტივია. მიუხედავად ამისა, FTC ირწმუნება, რომ სერვისის გამოწერა რამდენიმე „კლიკით“ ხდება, ხოლო გაუქმება კი ბევრ-ნაბიჯიანი პროცესია. ამასთანავე, FTC-მ შესაძლოა დაბლოკოს Amazon-ის მიერ iRobot-ის შეძენა.

Bitcoin-ის ფასი წლის უმაღლეს ნიშნულზეა: კრიპტოვალუტის ფასის ზრდა დიდწილად განაპირობა BlackRock-ის მიერ შექმნილმა ETF-მა. BlackRock-ი, რომელიც სამყაროს ყველაზე მსხვილი აქტივების მმართველია, აპირებს ისეთი საფინანსო პროდუქტის შექმნას, რომელიც ინსტიტუციურ ინვესტორებს Bitcoin-ში ინვესტიციის საშუალებას მისცემს. ამასთანავე, EDX Markets-მა განაცხადა, რომ ახლო მომავალში პლატფორმაზე კრიპტოვალუტებით ვაჭრობას დაუშვებს. ამ სიახლეებმა კვლავ გაზარდა ინვესტორების ინტერესი კრიპტოვალუტებში, მას შემდეგ რაც არაერთი კრიპტო კომპანია გაკოტრდა (მაგალითად, FTX).

Rivian-ი Tesla-ს ელექტრო დამტენების გამოყენებას აპირებს: Rivian Automotive-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია მალე დაიწყებს Tesla-ს დამტენების გამოყენებას. კომპანიის ავტომობილების მფლობელები ასევე შეძლებენ Tesla-ს supercharge ქსელის გამოყენებას, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე ფარტო მასშტაბიანი ქსელია. შეთანხმების შედეგად, Rivian-ის მომხმარებლები შეძლებენ 12,000 ასეთი დამტენით სარგებლობას აშშ-სა და კანადაში. ამ სიახლის ფონზე, Rivian-ის აქციების ფასი 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო Tesla-სი კი 5.3%-ით. აღსანიშნავია, რომ Ford Motor-ს და General Motors-ს მსგავსი შეთანხმება აქვთ Tesla-სთან.

კვირის ETF:
ProShares Bitcoin Strategy ETF (BITO): ეს ETF ინვესტიციას აკეთებს Bitcoin-ის futures კონტრაქტებში და ინვესტორებს საშუალებას აძლევს მოხერხებული გზით დააბანდონ კაპიტალი კრიპტოვალუტაში. შესაბამისად, BITO-ს ღირებულება ძალიან ახლოს მიჰყვება Bitcoin-ის ფასს. 
 

Type
Blog
Thumbnail
Tesla’s EV Charging Technology