ბირჟები:
აქციების ფასები პარასკევს გაიზარდა მას შემდეგ რაც ჯერომ პაუელის განცხადებები ჯექსონ ჰოლში მიუთითებდა იმაზე, რომ ამერიკის ეკონომიკა მოსალოდნელზე ძლიერად იზრდება. ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პაუელის მითითებები მოსალოდნელზე მაღალ მომხმარებლების მხარჯველობით უნარიანობაზე და უძრავი ქონების სექტორში გამოცოცხლების ნიშნებზე. ფედერალური რეზერვის პრეზიდენტმა ასევე კვლავ გაიმეორა რომ მათი მიზანი ინფლაციის 2%-ამდე შემცირებაა და შემდგომ გადაწყვეტილებებს მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მონაცემებზე დაკვირვებით მიიღებენ. ინდექსებმა წინა კვირაში არაერთგვაროვანი შედეგები აჩვენეს: Dow Jones-ის ინდექსი 0.4%-ით შემცირდა, S&P 500-ის ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო Nasdaq Composite ინდექსი კი 2.3%-ით უფრო მაღალ ნიშნულზე დაიხურა.
ახალი ამბები:
ARM-ის IPO: SoftBank-ის მფლობელობაში მყოფმა კომპანია ARM-მა წინა კვირაში განცხადება შეიტანა ამერიკული ფასიანი ქაღალდების რეგულატორში საკუთარი აქციების ამერიკულ ბირჟაზე გამოშვების შესახებ. ARM-ი ქმნის მიკროპროცესორების დიზაინებს და ლიცენზიებს გასცემს სხვა კომპანიებზე, რომ ამ დიზაინებით შექმნან კომპიუტერული ჩიპები საკუთარი მოწყობილობებისათვის. წინა წლის განმავლობაში 30 მილიარდზე მეტი კომპიუტერული ჩიპი შეიქმნა ARM-ის დიზაინით, და კომპანიამ 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავლები მიიღო. ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა მოცულობის აქციები გაიყიდება პირველადი შეთავაზების დროს და რა იქნება მათი ფასი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მოსალოდნელია რომ ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი IPO იქნება. ARM-ის აქციების განთავსება და მისი წარმატება თუ წარუმატებლობა მთლიანად დამოკიდებული იქნება ინვესტორების ინტერესზე. უნდა აღინიშნოს რომ კომპიუტერული ჩიპების ინდუსტრია ინვესტორებისთვის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით საინტერესო გახდა ხელოვნური ინტელექტის პოპულარობის გამო.
Nvidia: Nvidia-ს აქციები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა კომპიუტერული ჩიპების მწარმოებლის მიერ საკუთარი კვარტალური შედეგების გამოქვეყნების მიერ. კომპანიის შემოსავალი მიმდინარე კვარტალში 13.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა რაც ბევრად აღემატებოდა წინასწარ არსებულ 11.2 მილიარდი დოლარის პროგნოზს. შემდეგ კვარტალში კომპანიის მენეჯმენტის პროგნოზით მათი შემოსავლები 16 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რაც წინა წლის მე-3-ე კვარტალთან შედარებით 170%-იანი ზრდა იქნება. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ JP Morgan-ის ანალიტიკოსებმა Nvidia-ს აქციების ფასის 12 თვიანი პროგნოზი $500-იდან $600-ამდე გაზარდეს. მიუხედავად თავდაპირველი 8%-ზე მეტი ზრდისა (აქციების ფასი 500 დოლარიან ნიშნულს გადაცდა), დღის განმავლობაში NVDA-ს აქციები შემცირდა და თითქმის თავდაპირველ ნიშნულზე დაბრუნდა.
ამერიკული დეველოპერული კომპანიები: ვორენ ბაფეტის ფონდმა წინა კვარტლის განმავლობაში 800 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა 3 დიდ ამერიკულ დეველოპერულ კომპანიაში: DR Horton, Lennar და NVR. ამ კომპანიების აქციების ფასი წელს საკმაოდ გაზრდილია მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის უძრავი ქონების სექტორში საკმაოდ დიდი პრობლემები შეინიშნება, მათ შორის გაყიდვების შემცირება რეკორდულად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებისა და იპოთეკური სესხების გამო. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები იპოთეკურ სესხებზე გარკვეულწილად კარგიც კი აღმოჩნდა ამ კომპანიებისთვის, რადგანაც არსებულ სახლების მფლობელებს ნაკლები სურვილი აქვთ რომ საკუთარი სახლები გაყიდონ, შესაბამისად უძრავი ქონების სექტორში არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ამჟამად სწორედ დიდი დეველოპერული კომპანიების მიერ ხდება.
კვირის ETF:
Vanguard Dividend Appreciation ETF (VIG) ფონდი მოიცავს, ისეთ კომპანიებს, რომლებიც გასცემენ დივიდენდებს და ამავდროულად ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ დივიდენდებს საკმაოდ სწრაფად ზრდიან. ETF-ში ხვდებიან ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: Microsoft Corp (MSFT), Apple Inc (AAPL), Procter & Gamble Co (PG), Johnson & Johnson (JNJ), Visa Inc (V), Mastercard Inc (MA), Home Depot Inc (HD), UnitedHealth Group Inc (UNH), Verizon Communications Inc (VZ), და PepsiCo Inc (PEP).
მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:
სამშაბათი, 29 აგვისტო - Best Buy (BBY), J. M. Smucker (SJM), PDD Holdings (PDD), Bank of Montreal (BMO), HP (HPQ), NIO (NIO), and Bank of Nova Scotia (BNS).
ოთხშაბათი, 30 აგვისტო - Salesforce (CRM), CrowdStrike (CRWD), Brown-Forman (BF.A), and Five Below (FIVE).
ხუთშაბათი, 31 აგვისტო - Campbell Soup (CPB), Broadcom (AVGO), UBS Group (UBS), VMware (VMW), Dell Technologies (DELL), and Lululemon (LULU).