- 1970 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი პირველი 6 თვე ბირჟებისთვის: მაღალი ინფლაციის მოლოდინებისა და FED-ის პოლიტიკის გამო S&P 500-ის ინდექსი წლის დასაწყისიდან-დღემდე 20.6%-ით დაეცა. სხვა ინდექსებიც ანალოგიურად შედეგებს აჩვენებენ: Russell 2000 მიმდინარე წელს 24%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია 1984 წლის შემდეგ. ტექნოლოგიური-ინდექსი Nasdaq Composite ამავე დროის მონაკვეთში 29.5%-ით დაეცა. 2022 წლის პირველ ნახევარში აქციებს შორის ყველაზე მეტად შემცირდნენ Netflix, Etsy და Align Technology (Netflix – 71%, Etsy – 67%, Align – 64%). თუმცა არსებობს საკმაოდ პოზიტიური ისტორიული სტატისტიკაც, ისტორიულად ყოველთვის, როცა S&P 500 წლის პირველ ნახევარში 15%-ზე მეტით იკლებდა, საბოლოოდ, კალენდარულ წელს, საწყისზე მაღალ ნიშნულზე ამთავრებდა, საშუალოდ 24%-იანი ზრდით.
- ევროკავშირის ქვეყნებმა, 2035 წლისთვის შესაძლოა საწვავზე მომუშავე მანქანები აკრძალონ: ევროკავშირში გამონაბოლქვის შესამცირებელი გეგმა განიხილეს, რაც 2035 წლამდე ახალი მანქანებიდან შიდა წვის ძრავის ამოღებასაც გულისხმობს. ბევრი ავტომწარმოებელი კომპანია აქამდეც ცდილობდა სუფთა ალტერნატივებზე გადასვლას, თუმცა, შესაძლო, რომ აკრძალვებმა მწარმოებლები აიძულოს, რომ კიდევ უფრო დააჩქარონ ელექტრომანქანებზე გადასვლის პროცესი. კანონპროექტი პირველად 2021 წლის ივლისში განიხილეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი უახლოეს პერიოდში უნდა მიიღონ.
- ცუდი მოლოდინების გამო Micron-ის ღირებულება შემცირდა: Micron Technology-ის აქციების ფასმა ხუთშაბათს, ბირჟის დახურვის შემდეგ 7.2%-ით დაიკლო. კომპანიამ მესამე კვარტალის მონაცემებში მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები აჩვენა, თუმცა შემოსავლის მოლოდინები მეოთხე კვარტლისთვის საგრძნობლად შემცირებულია. მიუხედავად იმისა, კომპანიის შემოსავალი წლის განმავლობაში 16.4%-ით $8.64 მილიარდამდე გაიზარდა, Micron შემდეგ კვარტალში ამ მაჩვენებლის $6.8-$7.6 მილიარდამდე შემცირებას ვარაუდობს. ცუდმა მოლოდინებმა შემდეგეგი კვარტლის შემოსავლებზე კვირის განმავლობაში ამ აქციის 10%-ზე მეტით გაუფასურება გამოიწვია.
S&P 500-ის ინდექსისთვის მიმდინარე წლის პირველი ნახევარი ყველაზე ცუდი აღმოჩნდა 1970 წლის შემდეგ, თუმცა პარასკევს ინდქსებმა მცირე ზრდა დააფიქსირეს. ინვესტორების განწყობაზე გავლენა მოახდინა რამოდენიმე კომპანიის მიერ საკუთარი მომავალი შემოსავლების შესახებ გაუარესებულმა მოლოდინება, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ინფლაციის შიში, რომლიიც ამჟამად ბოლო 40 წლის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულზე არის ასული. მთლიანად გასულ კვირაში სამივე დიდი ინდექსის ღირებულება შემცირდა: Dow Jones -1.3%, S&P 500 -2.2%, ხოლო Nasdaq -4.1%.
Type
Blog
Thumbnail