-
დიდი ტექ კომპანიების კვარტალური შედეგები : ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები აჩვენეს მიმდინარე კვირაში
- Google: მიუხედავად იმისა, რომ Google-ის სარეკლამო გაყიდვების ტემპი შემცირდა, მეორე კვარტალის შედეგები მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. გაყიდვებმა მეორე კვარტალში 69.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც დაღმავალ ბაზარში 13%-იანი ზრდაა. გაყიდვები Google-ის უმსხვილეს ბიზნესში — საძიებო სისტემაში, გაიზარდა 14%-ით, თუმცა რეალურად ყველაზე დიდი ზრდა „Cloud” სეგმენტმა აჩვენა — ამ ბიზნეს მიმართულების შემოსავლები 36%-ით გაიზარდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კომპანიისთვის სწორედ „Cloud” სერვისები შეიძლება გახდეს ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყარო მომავალში. „GOOG“-ის აქციები ამ კვირაში 7%-ზე მეტით გაიზარდა.
- Microsoft: Microsoft-მა 2020 წლიდან მოყოლებული შემოსავლების ზრდის ყველაზე ნელი ტემპი დააფიქსირა — 12%. მიუხედავად ამისა, MSFT აქციები მაინც 7.5%-ით გაიზარდა მიმდინარე კვირაში. კვარტალური შედეგების პრეზენტაციისასკომპანიამ განაცხადა, რომ 2023 წელს ორნიშნა ზრდას ელის, დაახლოებით იმავე მარჟებით, რაც წინა კვარტლებში და რეცესიის ფონზე, ეს განცხადება ინვესტორებმა საკმაოდ იმედის მომცემ ნიშნად მიიღეს.
- Apple:Apple-მა ვოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა გაყიდვებითა და მოგებით, თუმცა ასევე დააფიქსირა ზრდის ტემპის შენელების ნიშნები. არსებობდა მოლოდინი, რომ კომპანისს შემოსავლები $82.81 მილიარდი იქნებოდა, თუმცა კომპანიის რეალურმა შემოსავლებმა $83 მილიარდი შეადგინა. EPS (შემოსავალი თითო აქციაზე) იყო არა მოსალოდნელი $1.16, არამედ უფრო მაღალი $1.20. კომპიუტერული ჩიპების მწარმოებლებმა და ტექნოლოგიური გაჯეტების ინდუსტრიის სხვა კომპანიებმა ინვესტორებს ანიშნეს, რომ სმარტფონებსა და კომპიუტერებზე მოთხოვნა მცირდება, რადგან მომხმარებლებს რეცესია და ინფლაცია აშინებთ. Apple-ის შენელებული ზრდა ამ ფაქტს ნამდვილად ადასტურებს, თუმცა ინვესტორებს ბევრად უფრო ცუდი შედეგები აშინებდათ, AAPL აქციები კვირის განმავლობაში მაინც 5.5%-ით გაიზარდა.
- Meta-ს აქციების ფასი კვლავ მცირდება: Meta-ს პლატფორმების აქციები კვირის განმავლობაში თითქმის 6%-ით დაეცა, მას მერე რაც კომპანიამ მეორე კვარტალის არასასურველი შედეგები დადო. Facebook-ის დედა კომპანიამ საჯარო არსებობის განმავლობაში შემოსავლების პირველი შემცირება განიცადა. კომპანიის შემოსავალებმა $28.8 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია. კომპანიის მენეჯმენტმა ასევე გააკეთა განცხადება, რომ შემდეგ კვარტალშიც მათი შემოსავლები სავარაუდოდ 6%-14% პროცენტით ჩამოუვარდება უკვე არსებულ პროგნოზს, ვინაიდან სხვადასხვა კომპანიები ამცირებენ საკუთარ მარკეტინგის ბიუჯეტებს, ხოლო Apple-ის პირად ინფორმაციაზე ახალი წესები კი რეკლამებს ნაკლებ ეფექტურს ხდის.
- Amazon-ის აქციები კვარტალური შედეგების შემდეგ სწრაფად გაიზარდა: კომპანიის აქციები ხუთშაბათს 13%-ზე მეტით გაიზარდა, მას მერე რაც კომპანიამ მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი კვარტალური შედეგი გამოაცხადა. კომპანიის აქციის ფასი $2 მილიარდიანი ჯამური წაგების მიუხედავად გაიზარდა, ვინაიდან ეს ზარალი ერთჯერადად დაკავშირებული იყო Rivian (RIVN) - ში გაკეთებულ ინვესტიციასთან. Amazon - მა განაცხადა, რომ მესამე კვარტალიში მათი შემოსავლები გაიზრდება $125-$130 მილიარდ დოლარამდე, რაც 13%-17% ზრდაა. აღსანიშნია, რომ კვარტალური რეპორტის მიხედვით, კომპანიის სარეკლამო შემოსავლებმა $8.76 მილიარდი შეადგინა (18% იანი წლიური ზრდა), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამაზონი კონკურენტებს ნელ-ნელა შესაძლოა ამ საკმაოდ დიდი ბაზრის წილს პარავდეს.
მიმდინარე წლის საშინელი პირველი ნახევრის შემდეგ, ივლისი საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა ბირჟებისთვის. პარასკევს საფონდო ბირჟები მკვეთრად უფრო მაღლა დაიხურა. ტექნოლოგიური სექტორის კარგმა კვარტალურმა შედეგებმა კი განწყობა გააუმჯობესა და შეასუსტა ინვესტორების შიში მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებით. ამ კვირაში, DOW თითქმის 3%-ით, S&P 500 4.3%-ით, ხოლო NASDAQ 4.7%-ით გაიზარდა. „ბაზარი ნელ-ნელა ეჩვევა არაერთგვაეროვან კვარტალურ შედეგებს. რეალურად შიში არსებობდა რომ შედეგები არ იქნებოდა ასეთი შერეული, არამედ სრულიად ნეგატიური“ — აღნიშნა BMO Wealth Management-ის მთავარმა საინვესტიციო სტრატეგოსმა იუნგ-იუ მამ.
Type
Blog
Thumbnail